ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“თბილისი ცენტრალი“ ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე 30 აპრილს გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

“თბილისი ცენტრალი“ ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე 30 აპრილს გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ს.ს “თბი­ლი­სი ცენ­ტრა­ლი“ ვაგ­ზლის ბაზ­რო­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ჩე­ნილ ხან­ძარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.
გან­ცხა­დე­ბა­ში სს “თბი­ლი­სი ცენ­ტრა­ლი“ აცხა­დებს მზა­ო­ბას უმოკ­ლეს ვა­დებ­ში მო­ამ­ზა­დოს “ბორ­ჯო­მის ვაგ­ზლის“ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ვაჭ­რო სივ­რცის რე­კონ­სტრუქ­ცი­ის პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც სრულ შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში იქ­ნე­ბა მსგავ­სი სივ­რცე­ე­ბის ოპე­რი­რე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე ნორ­მებ­სა და მო­თხოვ­ნებ­თან.
“მიმ­დი­ნა­რე წლის 30 აპ­რილს, და­ახ­ლო­ე­ბით დი­ლის 6 სა­ათ­ზე, ვაგ­ზლის მო­ედ­ნის მიმ­დე­ბა­რედ, ე.წ ბორ­ჯო­მის ვაგ­ზლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ ბაზ­რო­ბა­ზე გაჩ­ნდა ხან­ძა­რი, რის შე­დე­გა­დაც სრუ­ლად და­იწ­ვა 12 000 მ2 სა­ვაჭ­რო და სა­სა­წყო­ბო სივ­რცე.
აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რია 49 წლი­ა­ნი გრძელ­ვა­დი­ა­ნი იჯა­რით აღე­ბუ­ლი აქვს ს.ს თბი­ლი­სი ცენ­ტრალს სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის­გან. არ­სე­ბუ­ლი სა­ი­ჯა­რო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ქვეშ, ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ბაზ­რო­ბის მო­წყო­ბას და ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას ქვე­ი­ჯა­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ახორ­ცი­ე­ლებ­და შპს ბა­ქა­ნი.
ხან­ძრის შე­დე­გად და­ზა­რალ­და შპს ბა­ქა­ნი და მათ მიერ და­საქ­მე­ბუ­ლი 300-ზე მეტი მო­ვაჭ­რე, სს თბი­ლი­სი ცენ­ტრა­ლი და მისი სხვა მო­ი­ჯა­რე­ე­ბი რომ­ლებ­მაც ერ­თობ­ლი­ვად რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წყო­ბა­ში.
მი­უ­ხე­და­ვად მი­ღე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზა­რა­ლი­სა, სს თბი­ლი­სი ცენ­ტრა­ლი აცხა­დებს სრულ მზა­ო­ბას უმოკ­ლეს ვა­დებ­ში მო­ამ­ზა­დოს ბორ­ჯო­მის ვაგ­ზლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ვაჭ­რო სივ­რცის რე­კონ­სტრუქ­ცი­ის პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც სრულ შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში იქ­ნე­ბა მსგავ­სი სივ­რცე­ე­ბის ოპე­რი­რე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე ნორ­მებ­სა და მო­თხოვ­ნებ­თან.
სს თბი­ლი­სი ცენ­ტრალს გა­აჩ­ნია ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­ჭი­რო რე­სურ­სი რომ შე­სა­ბა­მი­სი სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბის მხრი­დან ოპე­რა­ტი­უ­ლი თან­ხმო­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს სა­ჭი­რო ინ­ვეს­ტი­ცია სა­ვაჭ­რო სივ­რცის მაქ­სი­მა­ლუ­რად მოკ­ლე ვა­დებ­ში რე­კონ­სტრუქ­ცი­ის­თვის, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს და­ზა­რა­ლე­ბულ მო­ი­ჯა­რე­ებს აღად­გი­ნონ კო­მერ­ცი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა.
ვით­ვა­ლის­წი­ნებთ რა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­ვაჭ­რე­ე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას, ბაზ­რო­ბის ოპე­რა­ტორ­თან ერ­თად ვიხ­მართ ყვე­ლა­ნა­ირ ღო­ნეს რომ მათ შევ­თა­ვა­ზოთ კო­მერ­ცი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის გა­ნახ­ლე­ბის შე­ღა­ვა­თი­ა­ნი პი­რო­ბე­ბი და ხელი შე­ვუ­წყოთ და­უბ­რუნ­დნენ ცხოვ­რე­ბის ნორ­მა­ლურ რიტმს“, – ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.