თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის რუისი-გორის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის რუისი-გორის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
მომხდარის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, საგანგებო დავალებათა დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი იმყოფება.
როგორც ,,ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

სანდრო ელოშვილი: ახლა როდესაც ვაჟა ფშაველას ვკითხულობ, თვალწინ მასავით მთიელი ბიჭი მიდგება, დაცემული, მაგრამ არა მუხლებზე მდგარი… უსიტყვო, მაგრამ ყველაზე მეტის მთქმელი… ცოცხალ-მკვდარი, მაგრამ უკვდავებისთვის დაბადებული!