“თბილისი პიანო ფესტი 2026“ პიანისტისა და ფესტივალის დამფუძნებლის, დუდანა მაზმანიშვილის, მაესტრო კარლო პონტისა და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტით დაიხურა

“თბილისი პიანო ფესტი 2026“ პიანისტისა და ფესტივალის დამფუძნებლის, დუდანა მაზმანიშვილის, მაესტრო კარლო პონტისა და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტით დაიხურა.
ორბელიანის მოედანზე გამართულ ღონისძიებაზე შესრულდა ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის უვერტიურა ოპერიდან „ფიგაროს ქორწინება“ და ედვარდ გრიგის საფორტეპიანო კონცერტი ლა მინორი.
საღამოს საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე საქართველოს პრეზიდენტის მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან, კულტურის მინისტრის მოადგილესთან, მაკა გურგენიძესთან და თბილისის მერის მოადგილესთან, ანდრია ბასილაიასთან ერთად დაესწრო.
„თბილისი პიანო ფესტის“ დაარსების დღიდან, დუდანა მაზმანიშვილთან ერთად, უშუალოდ ვიყავი ჩართული ამ ფესტივალის შექმნაში. მიხარია, რომ წლების განმავლობაში მისი მასშტაბი და მნიშვნელობა იზრდება.
აღსანიშნავია, რომ ღია ცის ქვეშ გამართული კონცერტები კიდევ უფრო მეტ ადამიანს აძლევს კლასიკურ მუსიკასთან ზიარების შესაძლებლობას.
დუდანასა და მის გუნდს ვულოცავ ფესტივალის წარმატებით დასრულებას და მადლობას ვუხდი იმ განსაკუთრებული წვლილისთვის, რომელიც მათ თბილისის კულტურულ ცხოვრებაში შეაქვთ“, – განაცხადა თინათინ რუხაძემ.
საქართველოს კულტურის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიის და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით ფესტივალი წელს მეშვიდედ ჩატარდა. ორი კვირის განმავლობაში თბილისმა კლასიკური მუსიკის არაერთ გამორჩეულ ვარსკვლავს უმასპინძლა, მათ შორის: პოლ ლუისს, ციპრიენ კაცარისს, ალექსეი ვოლოდინს, ედიტ პენიას, კონსტანტინ ლიფშიცს, ნიკოლოზ ნამორაძეს, ანდრიუს ჟლაბისსა და სიმონ გრაიშს.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი ყაზახეთის პრეზიდენტს – სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი მიღწევაა და დარწმუნებული ვარ, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ახალ შესაძლებლობებს შექმნის

კასიმ-ჟომარტ ტოკაევი – საქართველო განამტკიცებს საერთაშორისო პოზიციებს და აძლიერებს მისი, როგორც მნიშვნელოვანი რეგიონული პარტნიორის როლს – ბოლო წლებში ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა

ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში დაპირისპირებაზე – გული დამწყდა და ძალიან ცუდი სანახავი იყო ეს ყველაფერი, ძალიან ცუდი იყო ქვეყნის იმიჯისთვის, რაც სხვა შეკითხვას მიჩენს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიზანი ჰქონდა ოპოზიციური პარტიის წევრებისგან ამ პროვოკაციას?