არქივი2 თებერვალი, 2025, 18:26
„თბილისი მოლთან“ შეკრებილ საპროტესტო აქციის მონაწილეებს სტუდენტები შეურთდნენ

„თბილისი მოლთან“ შეკრებილ საპროტესტო აქციის მონაწილეებს სტუდენტები შეურთდნენ.
ისინი თავისუფალი უნივერსიტეტის კამპუსთან შეიკრიბნენ და შემდეგ სავაჭრო ცენტრამდე მსვლელობით დაიძრნენ.
გზის ორივე მხარეს პოლიციის კორდონია განლაგებული. აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. მათ ასევე დაკავებულების ფოტოსურათები აქვთ მოტანილი. ისინი სოლიდარობას უცხადებენ „ბათუმელების“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს, რომელიც დაკავების შემდეგ შიმშილობს.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „ცეცხლი ოლოგარქიას!“, საქართველო აჯანყდი! ყველგან პოლიცია, არსად სამართალი“.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.