„თბილისი მოლთან“ და სანაპიროზე პოლიციამ 31 ადამიანი დააკავა

პროევროპული აქციების 67-ე დღეს, თბილისის ერთ-ერთ გასასვლელთან, „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე და სანაპიროზე პოლიციამ 31 ადამიანი დააკავა ადმინისტრაციული წესით. დაკავებულების შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსხურმა მიაწოდა.
გუშინ, 2 თებერვალს დედაქალაქში კიდევ ერთი აქცია გაიმართა ახალი არჩევნების ჩატარებისა და პროევროპულ აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით. დემონსტრანტებს აღმაშენებლის ხეივნის გადაკეტვა სურდათ.
აქციის მონაწილეები საავტომობილო გზების გადაკეტვას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ. რამდენიმე საათის შემდეგ კი აღმაშენებლის ხეივნიდან სანაპიროს გავლით რუსთაველის გამზირისკენ წავიდნენ – ორ თვეზე მეტია, სწორედ ამ ადგილზე იმართება უწყვეტი პროტესტი.
აღმაშენებლის გამზირი ირაკლი კობახიძემ, მთავრობის სახელით მიღებული გადაწყვეტილებით, აქციის გამართვამდე 2 დღით ადრე სტრატეგიული ობიექტების ჩამონათვალში შეიყვანა და მისი გადაკეტვა აკრძალა. ამ რეგულაციის დარღვევისთვის კი პატიმრობაა გათვალისწინებული.
პოლიციამ დემონსტრანტების დაკავება დაახლოებით 18:00 საათზე დაიწყო. მედიასაშუალებების პირდაპირ ეთერში ჩანდა, როგორ ძალადობდნენ პოლიციელები დაკავების დროს აქციის მონაწილეებზე და აგინებდნენ დემონსტრანტებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს