„თბილისი ენერჯი“ - მესამე პირის დაუდევრობის გამო გაზგამანაწილებელ ქსელში წყალი მოხვდა, შედეგად 3800 აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა
მესამე პირის დაუდევრობის გამო გაზგამანაწილებელ ქსელში წყალი მოხვდა, შედეგად 3800 აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
„გაცნობებთ, რომ მესამე პირმა დაუდევრობით გაზგამანაწილებელი ქსელი დააზიანა, რის გამოც გაზის ქსელში წყალი მოხვდა. შედეგად, 26 იანვრის 18:00 სთ-დან გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა დიღმის მას. 5 კვ-ში - კორპ. 17-ის მიმდ, 1, 1ა, 2, 3, 4, 5, 5ა, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18 19, 20, 21, 22, 23, 24, 25ა, 25ბ, დიღმის მას. 6 კვ-ში - კორპ. 1, 2, 3, 4, 5, 5ა, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 18, 19, 20, 21, 22ბ, 22ა, 23, ევგენი მიქელაძის ნაკ 19/1, 4, 6-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, ასევე ევგენი მიქელაძის, აღმაშენებლის ხეივნის და მიმდებარედ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს. გაზმომარაგება სრულად 27 იანვრის 10:00 სთ-დან აღდგებადა.
„თბილისი ენერჯი“ ბოდიშს გიხდით აბონენტებს ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზით შექმნილი დისკომფორტის გამო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.