არქივი1 თებერვალი, 2025, 12:20
თბილისი ენერჯი: დაზიანების გამო, 19 200 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა

თბილისში, 19 2000 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა. “თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, მიზეზი გაზსადენის დაზიანებაა, რაც მშენებლობამ გამოიწვია.
გაზის მიწოდება დღეს, 1-ელ თებერვალს, დაახლოებით დილის 8:30-დან შეწყდა. კომპანიაში ამბობენ, რომ აღდგენით სამუშაოებს 13:00 საათიდან დაიწყებენ და დაახლოებით, 22:00 საათზე დაასრულებს.
“თბილისი ენერჯი” მოქალაქეებს მოუწოდებს, ყურადღებით იყვნენ და არ დატოვონ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში.
გაზის მიწოდება, ძირითადად, ვაკის რაიონის მოსახლეობას შეუწყდა. მისამართები დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ “თბილისი ენერჯის” ვებ-გვერდზე.
არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.