თბილისის 157-ე საჯარო სკოლის ეზოში აქცია გაიმართა

დღეს, 15 სექტემბერს, სასწავლო წლის დაწყების პირველ დღეს თბილისის 157-ე საჯარო სკოლის ეზოში აქცია გაიმართა.
თბილისის 157-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მეორე წელია შეწყვეტილია. სკოლაში სწავლა მას შემდეგ შეწყდა, რაც შარშან სკოლის შენობაში კედელი ჩამოინგრა. მოსწავლეები კი სხვადასხვა სკოლაში გადაანაწილეს.
დღეს სკოლის ეზოში შეკრებილი მშობლები ამბობენ, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია როდის განახლდება სასწავლო პროცესი 157-ე სკოლაში.
„ჩვენი შვილებისთვის არ დაირეკა ზარი. მიგდებულები ვართ ზოგი რომელ სკოლაში, ზოგი რომელში… პირადად მე 5 შვილი მყავს, ძალიან ცუდ დღეში ვარ. ზოგი ერთ სკოლაში დადის, ზოგი მეორე სკოლაში დადის. არავის არ აინტერესებს ამ ბავშვების ბედი“, – განაცხადა „ტვ პირველთან“ ერთ-ერთმა მშობელმა.
მშობლების თქმით, მათთვის უცნობია რა ბედი ეწევა სკოლის ამჟამინდელ შენობას.
„სკოლა გვჭირდება. არაფერი არ ვიცით, რა იქნება – დაანგრევენ, აშენდება თუ გაარემონტებენ… ტენდერი ჩაიშალა. საერთოდ იყო თუ არა გამოცხადებული ესეც არავინ არ იცის. საშიშია, ავარიულია [ესეც არ ვიცით]. სამხარაულმა პირველი ცნობა რომ დადო, გვითხრა, რომ სკოლაში ახლაც რომ შეხვიდეთ არ არის პრობლემაო და ახლა რა ხდება?“, – აცხადებს ერთ-ერთი მშობელი.
სკოლის დირექტორის მოადგილემ „ტვ პირველს“ განუცხადა, რომ სკოლის შენობის რეაბილიტაცია მოხდება.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)