თბილისის ცენტრში მუდმივად დამოუკიდებლობის მოთხოვნა ისმოდა – გამონაკლისია დღეს, როცა მცირე ნაწილი საზოგადოებისა, უკვე მერამდენე დღეა, ჯიუტად, საქართველოს დამოკიდებულებას ითხოვს

თბილისის ცენტრში მუდმივად დამოუკიდებლობის მოთხოვნა ისმოდა – გამონაკლისია დღეს, როცა მცირე ნაწილი საზოგადოებისა, უკვე მერამდენე დღეა, ჯიუტად, საქართველოს დამოკიდებულებას ითხოვს
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალა” ხელმძღვანელი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე 9 აპრილის თარიღს სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ საქართველო ვერავისზე დამოკიდებული ვერ იქნება და საკუთარ ენას, მამულსა და სარწმუნოებას არავის დაუთმობს.
მისივე თქმით, დღეს ქვეყნის დამოუკიდებლობაა შესანარჩუნებელი, სუვერენიტეტი კი გასაძლიერებელი.
„1989 წლის 9 აპრილი, საქართველოს უახლეს ისტორიაში, საზოგადოების ბრძოლისუნარიანობის სამაგალითო თარიღია.
სიცოცხლის ფასად მოპოვებული დამოუკიდებლობა ერის მაღალ ღირსებაზე მეტყველებს. მაშინ მყარად ითქვა, რომ საქართველო ვერავისზე დამოკიდებული ვერ იქნება და საკუთარ ენას, მამულსა და სარწმუნოებას არავის დაუთმობს.
ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა წარსულშიც მუდმივად უწევდა საქართველოს და დღესაც უწევს. ისტორიის მანძილზე არასოდეს ყოფილა ერის მოთხოვნა ,რომ ერთზე დამოკიდებულება მეორით შეცვლილიყო. აქციების ისტორიას თუ გადავხედავთ, თბილისის ცენტრში, მთავარ პოლიტიკურ მოედანზე, მუდმივად დამოუკიდებლობის მოთხოვნა ისმოდა. ერთადერთი გამონაკლისია დღეს, როცა მცირე ნაწილი საზოგადოებისა, უკვე მერამდენე დღეა, ჯიუტად, საქართველოს დამოკიდებულებას ითხოვს.
9 აპრილის მონაპოვარი ვერასოდეს ვერავისზე ვერ დაითმობა! ქვეყნის დამოუკიდებლობა შესანარჩუნებელია, სუვერენიტეტი კი გასაძლიერებელი. სწორედ ამით იქნება მაშინდელი დაღვრილი სისხლი დაფასებული,“ – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა