პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისის შესასვლელებში დასახლების აღმნიშვნელი კონსტრუქციის დიზაინის შესაქმნელად კონკურსი გამოცხადდა

თბილისის შესასვლელებში დასახლების აღმნიშვნელი კონსტრუქციის დიზაინის შესაქმნელად კონკურსი გამოცხადდა

თბილისის არქიტექტურის სამსახურმა გამოაცხადა კონკურსი მცხეთიდან, კახეთიდან, რუსთავიდან და მარნეულიდან, თბილისში შემოსასვლელების აღმნიშვნელი არქიტექტურულ-მხატვრული ესკიზური პროექტის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე – ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
„თბილისის მერის, კახა კალაძის დავალების შესაბამისად, ქალაქის დასახელების აღმნიშვნელი მხატვრულ-არქიტექტურული კომპოზიციის ესკიზების წარდგენის საკონკურსო პირობები არქიტექტურის სამსახურში დამუშავდა და იგი სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალური პორტალის - ერთიანი ელექტრონული სისტემის tenders.procurement.gov.ge მეშვეობით გამოქვეყნდა.
ყველა დაინტერესებულ პირს ეძლევა საშუალება, მონაწილეობა მიიღოს კონკურსში და გახდეს გამარჯვებული.
დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 29 სექტემბერი – ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 აგვისტო 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.