არქივი8 მარტი, 2024, 12:46
თბილისის შემოვლით გზაზე სატვირთო ხრამში გადავარდა - არის მსხვერპლი
თბილისის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი სავალი გზიდან გადავარდა და ხრამში გადაიჩეხა, შედეგად კი სატვირთოს მძღოლი დაიღუპა. შემთხვევა გუშინ, 7 მარტს, მოხდა.
როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.