ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე მოსული ნალექის გამო, ტექნიკური მარილი დაიყარა

თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე, მოსული ნალექის გამო, შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, ტექნიკური მარილი დაიყარა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, გზები გაიწმინდა: წყნეთის, ბეთანიის, კოჯრის, შინდისის, წავკისის ცენტრალურ და შიდა ქუჩებზე, წყნეთი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე, წყნეთი-სამადლოს გზატკეცილზე, ასევე, ტაბახმელაში, კიკეთში, პანტიანის გზაზე და სოფელ ახალდაბაში.
„დედაქალაქის მასშტაბით, საგზაო მოძრაობის მხრივ, ამ დროისთვის, შეფერხებები არ ფიქსირდება. შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ტექნიკური მარილის დაყრას, საჭიროების მიხედვით, სხვა დასახლებებშიც უზრუნველყოფს.
თოვლიანობის გამო საავტომობილო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, შეგიძლიათ, დარეკოთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22“, - აცხადებენ თბილისის მერიაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.