არქივი15 მაისი, 2025, 11:09
თბილისის ყოფილი ვიცემერი ქართული ოცნების იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ქართული ოცნების იუსტიციის მინისტრის მოადგილედ თბილისის ყოფილი ვიცემერი ირაკლი ხმალაძე დაინიშნა.
"ირაკლი ხმალაძე პროფესიით იურისტია. აქვს სახელმწიფო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება", - წერს იუსტიციის სამინისტრო.
ხმალაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნამდე იკავებდა თბილისის ვიცემერის თანამდებობას.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.