ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისის ქუჩები, რომლებსაც პირველ თებერვალს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, პირველ თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), მუხიანის I, II III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), მარატ ნოზაძის, გობრონიძის და კერესელიძის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), მოლოკოვის და ნადირაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჰოლბრუკის და იუნკერთა ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ნადარეიშვილის და სამგორის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), მეტროსადგური „დიდუბე“-ს მიმდებარე ტერიტორიის, ერისთავის, ტრანსპორტის და სამტრედიის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის და ფონიჭალის დასახლების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), ზესტაფონის, ბენდელიანის, სერგი ჭილაიას და ჭყონდიდელის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თავისუფლების მოედნის მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს, ზემო ალექსეევკის დასახლების, ქართველიშვილის და ანდრიაძის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), კოსტავას (ნაწილობრივ), ცინცაძის, კუტუზოვის, ცაგარელის, ბახტრიონის, საბურთალოს, შმიდტის, ბურძგლას, ქუთათელაძის, საირმის და გამრეკელის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), თამარაშვილის, საბურთალოს და სულხან ცინცაძის ქუჩების მოსახლეობას.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.