ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციის ჩასატარებლად ირაკლი კობახიძე მივიდა, თუმცა მას ცენტრალური შესასვლელიდან არ უსარგებლია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციის ჩასატარებლად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მივიდა, თუმცა მას ცენტრალური შესასვლელიდან არ უსარგებლია.
აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრის ესკორტის ორი მანქანა უნივერსიტეტის წინ გაჩერდა, რამაც აქციის მონაწილეების ყურადღება მიიქცია, რა დროსაც, ირაკლი კობახიძე უნივერსიტეტის საპარკინგე ზონაში შევიდა.
აქციის მონაწილეები კვლავ რჩებიან უნივერსიტეტის ცენტრალური შესასვლელის წინ და ირაკლი კობახიძის გამოსვლას ელოდებიან. ასევე, ტერიტორიაზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი და უნივერსიტეტის დაცვის სამსახურის წევრები, რომლებიც უნივერსიტეტის შესასვლელთან არიან განლაგებულები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.