თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი გიორგი ცერცვაძე: უნივერსიტეტიდან გამაგდეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი გიორგი ცერცვაძე ამბობს, რომ უნივერსიტეტიდან გააგდეს. ინფორმაციას ამის შესახებ ის Facebook-ზე ავრცელებს.

გიორგი ცერცვაძე იურიდიული ფაკულტეტის, კერძო სამართლის მიმართულების ასოცირებული პროფესორი იყო.

“უნივერსიტეტიდან გამაგდეს.

ახლა რომ ვაანალიზებ, უფრო ადრეც ვიყავი გასაგდები. დღეს თვალი ამეხილა და მინდა გულწრფელად მოვინანიო ის სამწუხარო რეალობა, რომ დიფ სთეითისა და გლობალური ომის პარტიის წისქვილზე ასე თავხედურად და აღვირახსნილი ცინიზმით ვასხამდი წყალს…

მონანიებისათვის მზად ვარ, საკუთარი ხარჯით, ყოველგვარი სახელმწიფო და საუნივერსიტეტო დაფინანსების გარეშე, ერთი სემესტრით, გაცვლითი პროგრამით გავემგზავრო თურქმენეთში მისი აწ გარდაცვლილი (მშვიდობა მის სულს!) პრეზიდენტის, გურბანგული ბერდიმუხამედოვის ნაშრომების საკვლევად და სათარგმნად.

იმედი მაქვს, ჩემი გულწრფელი სინანული შესმენილი იქნება მათ მიერ, ვისაც ამ უდიდესი აკადემიური შეცოდების პატიება შეუძლიათ. … და მე დავბრუნდები უკან. აქვე გთხოვთ, ხელფასი განმისაზღვროთ ერთ ლექციაში თუთხმეტი მანეთი და სამოცი კაპიკი.

ბოლოს, დიდი მადლობა კოლეგებს, რომლებმაც ცქვიტად აიღეს საკუთარ თავზე ჩემი საგნების წაკითხვა, რომლებიც ჩემამდე საერთოდ არ იკითხებოდა და ჩემი დანერგილი და შემოტანილია 2011 წლიდან.

ასევე, თუ საჭირო გახდა, შემიძლია მივუთითო ერთ ორ ადამიანზე, ვინც საჯაროდ არ წერს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ გლობალური ომის პარტიის და დიფ სთეითის თაყვანისმცემელია. გულში.

დავშთები მარად თქვენი მოწყალების ვედრებით მთხოვნელი”, – წერს გიორგი ცერცვაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წარმომადგენლის მთავარი პრეტენზიაა პოლიციასთან: თავს ნუ მოგვჭრით, ჩუმად ურტყით ხალხს, სალაპარაკო არ გახდეს – რაც შეეხება 26 მაისს, არ ვარ ოფთალმოლოგი, რომ დავეხმარო პაპუაშვილს, თვალებში გამოიხედოს

შალვა კერესელიძე – გორის ფაქტმა აჩვენა, რომ საქართველოში არავინ არის დაცული -„ქართული ოცნება“ პოლიციელების ძალადობას მცირეოდენ გადაცდომას ეძახის, „დავაკავეთ, რა მოხდა მერეო“ – წარმოგიდგენიათ, რამდენი შემთხვევა უბრალოდ არ გასაჯაროვდა?

თამო კეშელავა: გვაჩვენეთ, დაზარალებული პოლიციელი. ხომ იცით ხოლმე თქმა, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარეო? გადადგა ქვეყანა ჭკუიდან, ქოცებიც კი აღშფოთდნენ, მეტი რა ინტერესი გინდათ?