არქივი13 სექტემბერი, 2025, 19:37
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, სლოგანით - „არა რუსულ რეჟიმს! დაიცავი უვიზო”, აქციის მონაწილეები იკრიბებიან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სლოგანით -„არა რუსულ რეჟიმს! დაიცავი უვიზო“, აქციის მონაწილეები იკრიბებიან.
აქციაზე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერი, წევრები და მოქალაქეები იმყოფებიან.
მათ ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი.
აქციის მონაწილეები, თსუ-დან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობას გამართავენ, სადაც აქციის სხვა მონაწილეებს შეუერთდებიან, რომლებიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 290-ე დღეა იკრიბებიან.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.