თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საპოლიციო ძალების მობილიზებაა – ადგილზე უკვე იკრიბებიან ნიკა მელიას მხარდამჭერებიც

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესამდე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზე უნდა დაიწყოს, სასამართლოს ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო ძალების მობილიზებაა. ასევე, ადგილზე უკვე იკრიბებიან ნიკა მელიას მხარდამჭერებიც.
სამართალდამცავები და სასამართლოს მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები მობილიზებულები არიან სასამართლოს შესასვლელ ორივე ჭიშკართანაც, სადაც მოქალაქეების მხოლოდ გადამოწმების შემდგომ უშვებენ.
შეგახსენებთ, საუბარია სასამართლო პროცესზე, რომელიც ეხება საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას, რისთვისაც ნიკა მელიას 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!