თბილისის საქალაქო სასამართლოში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ პროცესზე სადიგოვის მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის გაგრძელების შესახებ იმსჯელებენ.
სხდომას ესწრება დაკავებული ჟურნალისტიც.
ცნობისთვის, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი საქართველოში მიმდინარე წლის 3 აგვისტოს დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა აქვს შეფარდებული.
აფგან სადიგოვს აზერბაიჯანში მიმდინარე გამოძიების საფუძველზე გამოძალვის ორ ეპიზოდს ედავებიან.
სადიგოვი 12 სექტემბრიდან შიმშილობს, აღნიშნულის დაწყების მიზეზი მიგრაციის დეპარტამენტისგან თავშესაფრის მიღებაზე უარია.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი