თბილისის საქალაქო სასამართლოში, 23 გიორგი საყურაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ მირიან თოხაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, საბურთალოზე, კონსერვატორიის სტუდენტის, 23 გიორგი საყურაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ მირიან თოხაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
ბრალდების მხარე ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს, დაცვის მხარე კი სავარაუდოდ, აღნიშნულს სასამართლოს მიანდობს.
ბრალდებული ამ ეტაპისთვის დუმილის უფლებით სარგებლობს.
ცნობისთვის, მირიან თოხაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 10-იდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია