ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული 8 პირის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული 8 პირის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული რვა პირის პროცესი მიმდინარეობს. საქმეს დავით მგელიაშვილი იხილავს.
დღევანდელი პროცესი მტკიცებულებათა განხილვით გრძელდება.
როგორც მოსამართლე დავით მგელიაშვილმა აღნიშნა, დღევანდელი პროცესის შემდეგ გაირკვევა საქმეზე არსებითი განხილვა გაგრძელდება, თუ საერთოდაც შეწყდება სისხლის სამართლებრივი დევნა.
სხდომას ესწრებიან ბრალდებულების ახლობლები და ოჯახის წევრები, ასევე პოლიტიკოსები: ბადრი ჯაფარიძე, ლევან სამუშია, ფიქრია ჩიხრაძე, ვატო სურგულაძე და ლევან გოგიჩაიშვილი.
ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ხოლო ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.