თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული მომიტინგეების სასამართლო პროცესები მიმდინარეობს, ხმაურია

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული წესით, 2 სექტემბერს დაკავებული მომიტინგეების სასამართლო პროცესები მიმდინარეობს, ხმაურია. ერთ-ერთმა პირმა სასამართლოს დერეფანში ფოტო გადაიღო, მას მანდატურის სამსახურის თანამშრომლები შენობას ატოვებინებდნენ, რასაც ხმაური მოჰყვა.
სასამართლოს შენობაში მყოფმა პირებმა მანდატურის თანამშრომლებს მიმართეს, თუ რის გამო ატოვებინებდნენ აღნიშნულ პირს სასამართლოს, რა დროსაც კვლავ დაიძაბა სიტუაცია. ინციდენტის შემდეგ შენობა რამდენიმე აქტივისტს დაატოვებინეს.
ისინი მანდატურის თანამშრომლების მხრიდან აგრესიასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე საუბრობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ღარიბაშვილი – გახარიამ კრიზისში მყოფი ქვეყანა და გუნდი მიატოვა, როცა მოულოდნელი ღალატი ჩაიდინა და გადადგა – ჩამოშლილი ხელისუფლება ჩავიბარე – ისე, რომ თავი არავისთვის დამიხრია არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ, მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი

სალომე ზურაბიშვილი – ახლად ჩამოსული დიპლომატები ხედავენ, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება მათ, ვინც პროტესტი გამოხატა, რის გამოც ცდილობენ, მოერგონ სიტუაციას და ფრთხილად იმოქმედონ – მოსახლეობას სჭირდება დაინახოს, რომ ქვეყანაში მტკიცე, ევროპული ხმა ისმის