ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულის, გიორგი მინდაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულის, გიორგი მინდაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულის, 21 წლის გიორგი მინდაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე პროკურატურის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ კი, სასამართლოში ჩვენებას პოლიციელი და ექსპერტი მისცემენ.
აღნიშნულმა ექსპერტმა საქმეში არსებულ ვიდეო მასალაზე ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა ჩაატარა. რაც შეეხება პოლიციელს, მას პატაკი აქვს შედგენილი.
ცნობისთვის, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტს, გიორგი მინდაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. კერძოდ, მას ედავებიან, რომ 29 ნოემბერს, პოლიციელს პიროტექნიკა ესროლა, რის შედეგადაც ფეხზე დაზიანება მიიღო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.