არქივი5 მარტი, 2025, 11:51
თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ ანტოლი გიგაურის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ ანტოლი გიგაურის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ კი, პროკურატურას ერთი მოწმე - ჰაბიდოსკოპიური ექსპერტი ჰყავს წარმოდგენილი. მან საქმეში არსებულ ვიდეოჩანაწერს ჩაუტარა ექსპერტიზა.
ცნობისთვის, ანატოლი გიგაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.