ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პროცესი

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პროცესი
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პროცესი.
თეა წულუკიანის კომისიაზე არგამოცხადების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო. საქმეს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია განიხილავს.
დღევანდელ პროცესზე მხარეებმა შესავალი სიტყვა წარმოთქვეს. ზურაბ ჯაფარიძეს შესავალი სიტყვის უფლებით არ უსარგებლია.
ამის შემდეგ დაიწყო პროკურატურის მოწმის სალომე შიოშვილის დაკითხვა. სალომე შიოშვილი საქმის მთავარი გამომძიებელია.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
საქმეზე ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო ჰქონდა შეფარდებული. მან გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეიცვალა.
ჯაფარიძე 22 მაისს სასამართლო დარბაზში დააკავეს.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.