თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ხაბეიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს – პროკურატურა პატიმრობის ძალაში დატოვებას მოითხოვს

თბილისის საქალაქო სასამართლოში უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდების ფაქტზე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო ვადა 9 დეკემბრამდე გახანგრძლივდა, რის გამოც, დღევანდელ სხდომაზე ხაბეიშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.
სახელმწიფო ბრალდება დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიმართ კვლავ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის ძალაში დატოვებას იშუამდგომლებს.
სასამართლო პროცესს ესწრება ბრალდებული ხაბეიშვილიც.

ასევე დაგაინტერესებთ

“გარდა იმისა, რომ ელემენტარულად არაჰუმანურია იმ პროცედურის სტიგმატიზება, რომელიც ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ისედაც მძიმეა ყველასთვის, გასათვალისწინებელია, რომ ორსულობის შეწყვეტა ხშირად სამედიცინო ჩვენებითაა განპირობებული და აუცილებლობას წარმოადგენს”