თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს დაკავებული ექიმის, გიორგი ახობაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს დაკავებული ექიმის, გიორგი ახობაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება.
სასამართლო სხდომას ასევე ბრალდებული ექიმიც ესწრება.
ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა კერესელიძე – ყულევის ქარხნის დასანქცირება ეკონომიკაზე გავლენას მოახდენს, მაგრამ უფრო მეტად ქვეყნის რეპუტაციაზე აისახება, აშშ-ის თავდაცვის და სახელმწიფო მდივნის ანგარიშები კი მკაცრი იქნება, „ოცნებას“ მოუწევს პოზიციების შეცვლა