არქივი5 დეკემბერი 2023, 06:40
თბილისის სამხატვრო აკადემიაში მხატვარ ლევან კორძაიასადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა
თბილისის სამხატვრო აკადემიაში მხატვარ ლევან კორძაიასადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა. ადგილზე წარმოდგენილი იყო მხატვრის 50-მდე ფერწერული ნამუშევარი. ეს მხატვრის ხსოვნისადმი მიძღვნილი რიგით მეხუთე გამოფენაა.
ლევან კორძაია სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების პედაგოგი და საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი იყო.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 დეკემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.