ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

თბილისის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
ოპოზიციასა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება რამდენჯერმე იყო.
კამათის თემა იყო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.
ამასთან, „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრები ევროპარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ რეზოლუციას და მოწოდებასაც გამოეხმაურნენ. მათი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი და ლგბტ საკითხთან დაკავშირებული კანონპროექტიც პარლამენტის მიერ მიღებული უნდა იქნას. გარდა ამისა, მათ საზოგადოებას მოუწოდეს, რომ 29 აპრილს პარლამენტის წინ შეიკრიბონ.
საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ მხარეებს სიმშვიდისკენ რამდენჯერმე მოუწოდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.