ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისის საკრებულოს სხდომას, სადაც კალაძე ბიუჯეტს ამტკიცებს, ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა

თბილისის საკრებულოს სხდომას, სადაც კალაძე ბიუჯეტს ამტკიცებს, ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა

თბილისის საკრებულოში სხდომა მიმდინარეობს, სადაც ქალაქის მერი, კახა კალაძე დედაქალაქის მერიის წლიურ ანგარიშს წარადგენს. როგორც ცნობილია, სხდომას ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა.
გავრცელებული ინფრომაციით, პროტესტის ნიშნად სხდომას არ ესწრებიან ძლიერი საქართველოს, ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის, გახარია საქართველოსთვის და კოალიცია ცვლილებებისთვის წევრები.
ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ ამ პროცესიდან ერთადერთი გამოსავალი ახლა მხოლოდ ახალი არჩევნები და უკანონოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლებაა.
კოალიცია ცვლილებისთვის განცხადებით, კალაძე არალეგიტიმური ხელისუფლების, ერთ-ერთი მთავარი სპიკერი და ანტიკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიდემოკრატიული, ძალადობრივი ქმედებებისა და რეჟიმის გამმართლებელია და მასთან ერთად საკითხების განხილვაში მონაწილეობა დაუშვებლად მიაჩნიათ.

სხდომაზე, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტიც განიხილება გასამტკიცებლად.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე უძღვება.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.