ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი - ქვეყანაში, სადაც ბავშვები სკოლაში, ბაღში მშივრები დადიან, ბაგა-ბაღებში ბავშვების კვების საკითხს საკუთარი გამდიდრების მიზნით იყენებენ

ქვეყანაში, სადაც ბავშვები სკოლაში, ბაღში მშივრები დადიან, ასეთ სიტუაციაშიც კი არ ერიდებათ და ბაგა-ბაღებში ბავშვების კვების საკითხსაც საკუთარი გამდიდრების მიზნით იყენებენ, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ბარბარა ჯიმელი სულაშვილმა განაცხადა.
ის თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ტენდერზე საუბრობს და აცხადებს, რომ 79 მილიონიანი ტენდერის მნიშვნელოვანი დოკუმენტი დამალულია.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა, ძალიან ხშირად ხდება, რომ ბიძინა ივანიშვილის პარტია მსხვილი ტენდერის პირობებს ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებს მოარგებს და ქვეყანაში, სადაც ბავშვები სკოლაში, ბაღში მშივრები დადიან, სადაც თვიდან თვემდე ოჯახებმა არ იციან ამ გაზრდილი ფასების, დაბალი ხელფასების ფონზე როგორ იცხოვრონ. მაშინ, როდესაც უფრო და უფრო იზრდება ემიგრაცია, მშობლები ტოვებენ ოჯახს, საკუთარ შვილებს, ასეთ სიტუაციაშიც კი არ ერიდებათ და ბაგა-ბაღებში ბავშვების კვების საკითხსაც კი საკუთარი გამდიდრების მიზნით იყენებენ“, - განაცხადა ბარბარა ჯიმელი სულაშვილმა, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.