ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი 26 ნოემბერს გაიხსნება - ვის გადაეცემა ოქროს პრომეთე, 2 დეკემბერს გახდება ცნობილი

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი 26 ნოემბერს გაიხსნება - ვის გადაეცემა ოქროს პრომეთე, 2 დეკემბერს გახდება ცნობილი

120 კინოსურათი, საიდანაც 13 ქართულია - თბილისი საერთაშორისო კინოფესტივალის მასპინძლობისთვის ემზადება. უკვე საერთაშორისო აღიარების მქონე ელენე ნავერიანის - "შაშვი შაშვი მაყვალი," ნანა ჯანელიძის - "იარე ლიზა" და კიდევ ათზე მეტი მოკლე და სრულმეტრაჟიანი ქართული ფილმის ნახვის საშუალება ფესტივალის სტუმრებს 26 ნოემბრიდან კინოთეატრ "ამირანში" შეეძლებათ.
ერთკვირიანი კინოფესტივალის საპატიო სტუმარი კანისა და ლოს-ანჯელესის კინოფესტივალების ტრიუმფატორი პორტუგალიელი რეჟისორი პედრო კოშტა იქნება. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია არასაკონკურსო და სპეციალური ჩვენებებიც.
ოქროს პრომეთეს მფლობელების ვინაობა 2 დეკემბერს გახდება ცნობილი.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.