არქივი25 ნოემბერი, 2023, 06:34
თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესია მადლიერების დღეს აღნიშნავს
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ბაპტისტურ თემს მადლიერების დღეს ულოცავს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, დღეს თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესია მადლიერების დღეს აღნიშნავს.
„ესაა სპეციალური დღე, როცა ბაპტისტები მადლიერებას გამოხატავენ ღმერთის მიმართ მოსავლის გამო. ამ დღეს შემოდგომაზე აღნიშნავენ და ტაძრებში შრომის ნაყოფი - ხილი, ბოსტნეული და პური მიაქვთ“, - აღნიშნულია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.