ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ღამით ევაკუაცია გამოცხადდა - რას უყვებიან მგზავრები "პირველებს"

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ღამით ევაკუაცია გამოცხადდა - რას უყვებიან მგზავრები "პირველებს"

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ღამით ევაკუაცია გამოცხადდა. მგზავრები "პირველებს" უყვებიან, რომ მათ შენობა რამდენჯერმე დააატოვებინეს,  მიზეზი დაუზუსტებელი ინფრომაციით, სავარაუდოდ ცრუ შეტყობინება გახდა.

ადგილზე მყოფი მოქალაქეები გვიყვებიან, რომ გამთენიისას აეროპორტში კინოლოგებიც მუშაობდნენ. ამ წუთებში აეროპორტი შეუფერხებლად მუშაობს. გეგმიურად ხორციელდება როგორც გაფრენა, ასევე მოფრენილი თვითმფრინავების მიღება.

"ორჯერ გამოგვიყვანეს გარეთ, შემდეგ კინოლოგებიც მოიყვანეს, რა ხდებოდა არ გვეუბნებოდნენ, თუმცა კინოლოგები რომ მოიყვანეს, მივხდით, რომ სავარაუდოდ, ბომბს შეიძლებოდა ეძებდნენ. შემდეგ კი შეგვიყვანეს, მარგამ რამდენად უსაფრთხოა არ ვიცით", - ამბობს მგზავრი.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.