არქივი1 ნოემბერი 2024, 16:53
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მეოთხე მემილიონე მგზავრი დაფიქსირდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მეოთხე მემილიონე მგზავრი დაფიქსირდა. აღნიშნული ციფრი 2005 წლიდან - დღემდე ტავ ჯორჯიას მიერ აეროპორტების მართვის ისტორიაში რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს.
თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-ს ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბოლო რეკორდული მაჩვენებელი 2018 წელს 3,808,772 მგზავრით დაფიქსირდა. 2024 წლის ბოლომდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადი, სავარაუდოდ, 4 800 000-ს მიაღწევს.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ნოემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.