არქივი8 ივლისი, 2026, 00:06
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შენობის ნაწილი დაიტბორა - შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდებაც

უხვი ნალექის შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შენობის ნაწილი დაიტბორა.
როგორც „ინტერპრესნიუსს" თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადეს, შეწყვეტილია ელექტროენერგიის მიწოდებაც, მგზავრებს კი უსაფრთხოების მიზნით შენობა დაატოვებინეს.
„ეს იყო მეტეოროლოგიური კლიმატიდან გამომდინარე. ადგილზე ჩვენი ტექნიკური ჯგუფი მუშაობს და უმოკლეს დროში შეეცდებიან აღმოფხვრან პრობლემა. უსაფრთხოების გამო მოხდა მოქალაქეების გაყვანა. დენი გაითიშა და მგზავრები გავიყვანეთ, მათი ინტერესებიდან გამომდინარე",- განუცხადეს „ინტერპრესნიუსს" თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ივლისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.