თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევრობასკეტ 2025-ზე ეროვნული ნაკრების ქომაგებით სავსე სუბსიდირებული ჩარტერული რეისი შესრულდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევრობასკეტ 2025-ზე ეროვნული ნაკრების ქომაგებით სავსე სუბსიდირებული ჩარტერული რეისი შესრულდა
ევროპის 42-ე საკალათბურთო ჩემპიონატის, ევრობასკეტ 2025-ის საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების საგულშემატკივროდ სპეციალური ჩარტერული რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რიგის მიმართულებით დილის 07:00 საათზე სავსე ბორტით შესრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
„ბილეთები პლატფორმა tkt.ge სრულად გუშინ გაიყიდა. ბილეთების გაყიდვის მონიტორინგს, ასევე, მგზავრების რეგისტრაციის პროცესს როგორც თბილისის, ისე რიგის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების თანამშრომლები უზრუნველყოფენ.
სუბსიდირებული რეისი საქართველოსა და საფრანგეთის ეროვნული საკალათბურთო ნაკრებების თამაშზეა მორგებული, რომელიც დღეს საქართველოს დროით 16:15 საათზე გაიმართება. ლატვიის დედაქალაქში სუბსიდირებული რეისით გაფრენის შესაძლებლობა მხოლოდ იმ მგზავრებს მიეცათ, რომლებმაც რიგაში გაფრენამდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევრობასკეტ 2025-ის გასამართ თამაშზე დასასწრები ბილეთები წარმოადგინეს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ სუბსიდირებული კიდევ ერთი ფრენა რიგის აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით ხვალ შესრულდება, რომლითაც გულშემატკივრები სამშობლოში დაბრუნდებიან“, – აღნიშნულია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის ფასი აქვს მხოლოდ ისეთ შეფასებებს, რომლებიც ობიექტურ სინამდვილეს ეფუძნება, ევროკავშირის ანგარიში ეფუძნება კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს – რომ უცხოურ აგენტურას, მიუხედავად მცირე რიცხოვნობისა, უნდა შეეცვალა ხელისუფლება, ამას ვერ მიაღწიეს, რადგან მივიღეთ კანონები, რომლებიც ამას უპირისპირდებოდა

ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე – თუ შეგვიძლია, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ – “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში