ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისის საახალწლო თაღი 80 000 ლარი დაჯდა

თბილისის საახალწლო თაღი 80 000 ლარი დაჯდა

დედაქალაქში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის შესასვლელში დამონტაჟებული თაღი 80 000 ლარი დაჯდა. ამის შესახებ ირკვევა თბილისის მერიასა და შპს „ღამის შოუს სტუდიას“ შორის დადებული ხელშეკრულებიდან.
სასაჩუქრე ყუთების კარკასი აწყობილია ე.წ. მილკვადრატების კონსტრუქციებით და შეფუთულია თვითწებადი ფირით.
ამავე ხელშეკრულებით, კონტრაქტორმა დაამონტაჟა სცენა, „მანათობელი ხეივანი“, დეკორატიული ნაძვის ხეები, სანტას სახლის ინვენტარი და „ვორქშოფის“ აქტივობას აწყობს. ამისთვის „ღამის შოუს სტუდია“ 464 087 ლარს იღებს.
დედაქალაქის საახალწლო ხარჯი 8,2 მილიონი ლარია. აქედან 124 044 ლარი დაიხარჯა ნაძვის ხის ანთების 23-წუთიან ღონისძიებაზე.
ამ ღონისძიებას უძღვებოდნენ მანიკა ასათიანი და ლევან ხურცია. შესყიდვების სააგენტოს ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, თითოეულმა 6 507,5 ლარი აიღო.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.