თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას პროცესი მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში მსჯავრდებულების, მიხეილ სააკაშვილისა და სდსს-ს ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომას დისტანციურად დაესწრება მიხეილ სააკაშვილი, თეიმურაზ ჯანაშია კი პროცესს არ ესწრება.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე ყოფილი პრეზიდენტი და სდსს-ს ყოფილი უფროსი დამნაშავედ ცნო. სასჯელის სახედ მიხეილ სააკაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო თეიმურაზ ჯანაშიას 300 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. პროკურატურა ბრალდებულებს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავებოდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.