ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისის რომელ ქუჩებს შეეზღუდება დღეს ელექტრომომარაგება?

თბილისის რომელ ქუჩებს შეეზღუდება დღეს ელექტრომომარაგება?

თბილისის რომელ ქუჩებს შეეზღუდება დღეს ელექტრომომარაგება?
თელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 12 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კვალეთის, ნაქერალის, გუმბრის, ოძისის, ხივინის, შაქრიანის, რუისპირის, კაიშაურის, სამრეკლოს, ფშავის, ახალუბნის, გედევანიშვილის, რაზიკაშვილის და საინგილოს ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავარის, ავთანდილის და თინათინის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), გეგეჭკორის, ბარათაშვილის, ლორთქიფანიძის, ქავთარაძის, მარიჯანის, ჩახავას, ჩხეიძის, მაღალაშვილის, უნივერსიტეტის, სხირტლაძის, ქუთათელაძის და მიხეილ თამარაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბენდელიანის, ჭყონდიდელის, ზესტაფონის, ცოტნე დადიანის და ჭილაიას ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ქიზიყის, ეკატერინე ბაღდავაძის, ჭიჭინაძის, რკინიგზის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ქინძმარაულის, ჟორესის, მამისაშვილის, კაიროს, სურგულაძის, პოლიციის და ენუქიძის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქობულეთის და შროშის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.