ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისის რომელ ქუჩებს შეეზღუდება 26 ივნისს ელექტრომომარაგება?

თბილისის რომელ ქუჩებს შეეზღუდება 26 ივნისს ელექტრომომარაგება?

თელასის ცნობით, ქსელში გადართვების გამო 26 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას V, VI, VII კვარტლების, ნუცუბიძის პლატოს I, II მიკრორაიონების, ქავთრაძის, პოლიტკოვსკაიას, სანდრო ეულის, მინდელის, ჯიქიას, შავგულიძის, თამარაშვილის, მაღალაშვილის, ჩხეიძის, გეგეჭკორის, ლორთქიფანიძის, ქუთათელაძის, გაბაშვილის, მარიჯანის, მარიკა ბარათაშვილის, ჩახავას, მარგიანის, გამრეკელის და უნივერსიტეტის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის, არაყიშვილის, ირაკლი აბაშიძის, ატენის, ნინო რამიშვილის, დარიალის, მოსაშვილის, კავსაძის და ბერძენიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.