ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისის რომელ ქუჩებს შეეზღუდება 12 მარტს ელექტრომომარაგება?

თბილისის რომელ ქუჩებს შეეზღუდება 12 მარტს ელექტრომომარაგება?

თელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 12 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) და ფერდინანდ თავაძის ქუჩის მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დელისის, შალვა გოგიძის, ნადარეიშვილის, გაზაფხულის და გურიელის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) და ნუცუბიძის ქუჩის მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:30 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა ფშაველას III, IV, VI კვარტლების, ქავთარაძის და ანჯაფარიძის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), ნადირა ხოშარაულის, დავით ბაქრაძის, რაფიელ აგლაძის და სტანისლავსკის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოხუას ქუჩის მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გულუას, მეორე ხეივნის და ცოლიკაურის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), აეროდრომის დასახლების, მეტრო „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიის, ვარკეთილი-3 III, IV, VI, VII, VIII, X კვარტლების, ჯავახეთის, კალოუბნის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, საცხენისის, შუამთის, თრიალეთის, იყალთოს და ვასაძის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.