პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისის პარალელურად აქცია „არა რუსულ კანონს“ რეგიონებშიც მიმდინარეობს

თბილისის პარალელურად ე.წ. „რუსულ კანონზე„ ვეტოს დაძლევას რეგიონებშიც აპროტესტებენ. აქციები მიმდინარეობს ბათუმსა და ზუგდიდში.
ზუგდიდში, აქციის ორგანიზატორებმა, მოქალაქეებს მოუწოდეს, რომ შეუერთდნენ. მათი თქმით, აუცილებელია გაერთიანება, რადგან რუსეთში ცხოვრება არ უნდა დაუშვან.
ბათუმში აქციის მონაწილეებს სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები მსვლელობით შეუერთდნენ.
შეკრებილების განცხადებით, „დღეს ბოლშევიკური რეჟიმი დამყარდა“.
მათივე თქმით, საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად, ქართველი ხალხი წინაპრების დაწყებულ ბრძოლას აგრძელებენ.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მაისი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.