ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა პაატა ბურჭულაძეს 70 წლის იუბილეს აღსანიშნავად დარბაზი არ გამოუყო” – ნინო ჟვანია

“თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა პაატა ბურჭულაძეს 70 წლის იუბილეს აღსანიშნავად დარბაზი არ გამოუყო” – ნინო ჟვანია

პიანისტი, ნინო ჟვანია წერს, რომ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა პაატა ბურჭულაძეს 70 წლის იუბილეს აღსანიშნავად დარბაზი არ გამოუყო.
“მაშინ, როცა მსოფლიოს წამყვანი საოპერო თეატრები პაატა ბურჭულაძის 70 წლის იუბილეს ჩატარებისთვის ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ხოლო ბატონმა პაატამ ყველა უარით გაისტუმრა (70 წელს ჩემს სამშობლოში უნდა შევხვდეო), თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა დარბაზი არ გამოუყო ყველა დროის უდიდეს ქართველ მომღერალს. ახლა ვის ეკონცერტება, მაგრამ 2024 წლის 30 მაისს მიმართა თეატრს თეონა ჯორბენაძემ საიუბილეო კონცერტისთვის დარბაზის გამოყოფის მიზნით და პასუხი არ მიუღია… მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რას წარმოადგენს პაატა ბურჭულაძე ჩვენთვის. ამიტომ ჩვენ თავად გადავუხადოთ მას იუბილე, და გადავუხადოთ დღეისთვის აქტუალურ სტილში! გელით 12 თებერვალს ფილარმონიასთან. ერთად გავემართოთ რუსთაველისკენ, ოღონდ გზად ოპერის წინ შევჩერდეთ და მუსიკასაც დავუთმოთ ადგილი! საოცარი პერფორმანსი გელით! მახსოვს რა გრანდიოზული კონცერტი ჩატარდა დიდი მაესტროს 60 წლის იუბილეზე… ყველა მსურველი ვერ დაიტია სპორტის სასახლემ. ეს კიდევ უფრო გრანდიოზული და თან ყველასთვის მისაწვდომი იუბილე იქნება! ამიტომ, გელით ყველას, ვისაც გიყვართ ოპერა… გიყვართ მუსიკა… და გიყვართ სამშობლო! პაატა ბურჭულაძე 70! #გავიმარჯვებთსახელოვნად”, – წერს ჟვანია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.