თბილისის ნაწილს წყალი შეუწყდება – ვის შეეხება შეზღუდვა

თბილისის ნაწილს წყალი შეუწყდება – ვის შეეხება შეზღუდვა
7 თებერვალს, ღამის 23:00 საათიდან 8 თებერვლის 17:00 საათამდე ჩუღურეთის რაიონის მცხოვრებლებს წყალმომარაგება შეეზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას GWP-ი ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, წყალმომარაგების შეზღუდვის მიზეზი წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაგისტრალური მილის მოძველებული და ამორტიზებული მონაკვეთების შეცვლა იქნება.
“ხვალ, 7 თებერვალს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ჩუღურეთის რაიონში, წინამძღვრიშვილის ქუჩა N106-ის მიმდებარედ წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით მაგისტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჩაატარებს.
სამუშაოების ფარგლებში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაგისტრალური მილის მოძველებული და ამორტიზებული მონაკვეთები შეიცვლება, პარალელურად წინამძღვრიშვილისა და კონსტიტუციის ქუჩების კვეთაზე ქსელზე ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მოეწყობა.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები, მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 7 თებერვალს, ღამის 23:00 საათიდან 8 თებერვლის 17:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
წინამძღვრიშვილის ქუჩას, აღმაშენებლის გამზირს, ჭოროხის, სუნდუკიანის, ტყვიავის, მაზნიაშვილის, კიევის, რომის, ზ. ქურდიანის, გოგიბერიძეს, ტოლსტოის, ჯავახიშვილის, უზნაძის, დ. აბაშიძის, სანკტ-პეტერბურგის, ს. წერეთლის, ხეთაგუროვის, სულიაშვილის, თოიძის, ნ. ჩხეიძის, გამცემლიძის, კუმისის, ანთელავას, სანთლის, ახვლედიანის ხევის, წმ.ნიკოლოზის, ორბელიანის, სულხანიშვილის, მტკვრის, ათონელის, გოგჩის, კარგარეთელის, კახიძის, პასტერის, კლდიაშვილის, ლებანიძის, ტელეგრაფის, სანაპიროს, ბაქოს, პუშკინის, კოტე აფხაზის, დიუმას, ტოლსტონოგოვის, გოგუთურის, აგლაძის, უშანგი ჩხეიძის, ზურაბ ჭავჭავაძის, ტეტელაშვილის, გორკის, ბარათაშვილის, ფურცელაძის, სანაპიროს, წმინდა ნიკოლოზის, დიდხევის, ქურდიანის, ვეკუას და ფხოვის ქუჩებს. თამარ მეფის გამზ. N6, ბარათაშვილის ქუჩა N2-N14, ჩიქობავას ქუჩა N8, მარჯანიშვილის ქუჩა N3, N16, N28.
“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge,” – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება

სუს: BBC-ის ინფორმაცია „კამიტის“ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ მიზანმიმართული დეზინფორმაციაა – საქართველოს მოქალაქეების და ფილმის ავტორების მოქმედებები, მტრული მიზნების მისაღწევად კარგად ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს ატარებდა