თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება – ქუჩების ჩამონათვალი

თბილისში, დღეს – 25 დეკემბერს გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. თელასი იმ ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებზეც შეზღუდვა გავრცელდება.
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:
ისპაჰანლის, ლორთქიფანიძის, თელეთის, ოპიზრების, საბანაძის, ქუმსიაშვილის, მერჩულეს, გორგასლის, შავნაბადას, სოღანლუღის, ცურტაველის, წალკის, შატაიძის, ხუციშვილის, ბერძნის, საბანაძის, ნიზამი განჯელის, გრიშაშვილის, ჩხეიძის და ბოლნისის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 15:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:
კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ჭიჭინაძის, რკინიგზის, ეკატერინე ბაღდავაძის, ქიზიყის, ენუქიძის, სურგულაძის, მამისაშვილის, პოლიციის, კაიროს, ქინძმარაულის, ლორთქიფანიძის და ჟორესის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)

ლევან ხაბეიშვილი – სულაც არ გამიკვირდება, კობახიძემ სცადოს ბიძინას განეიტრალება – ღარიბაშვილმა კი დაადასტურა, რომ მარტო კორუფცია და ფულში ცურაობა კი არ არის ქოცის სამარკო ნიშანი, არამედ მკვლელები არიან