არქივი22 მარტი, 2024, 10:56
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა აღდგა
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, სადაც ტექნიკური ხარვეზის გამო, მგზავრთა მომსახურება დროებით შეჩერებული იყო, მოძრაობა აღდგენილია.
აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან აცნობეს.
ცნობისთვის, თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, მეტროსადგურ „ახმეტელიდან“ მეტროსადგურ „გურამიშვილამდე“ მგზავრთა მომსახურება მცირე ხნით იყო შეწყვეტილი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.