არქივი15 ოქტომბერი, 2025, 19:53
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა ნაწილობრივ შეფერხებულია - თბილისის სატრანსპორტო კომპანია

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა ნაწილობრივ შეფერხებულია - განცხადებას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.
„შეფერხების მიზეზი მეტროსადგურ „სამგორში“ მგზავრის მოულოდნელი გარდაცვალება გახდა. ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო პროცედურები, რის გამოც მეტროსადგურები „სამგორი“, „ისანი“ და „ვარკეთილი“ დაიკეტა მგზავრთა მიღებაზე.
მატარებლები მგზავრებს ემსახურებიან მს „ახმეტელის თეატრიდან“ „300 არაგველამდე“ და პირიქით. პირველ ხაზზე მოძრაობა მას შემდეგ განახლდება, როდესაც შესაბამისი უწყება დაასრულებს საგამოძიებო პროცესს“ - ნათქვამია განცხადებაში.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.