თბილისის მერიის შენობის ფასადი 6-ჯერ უნდა გაიწმინდოს – ერთ წლიანი მომსახურებისთვის ტენდერი გამოცხადდა

თბილისის მერიის შენობის ფანჯრებისა და ფანჯრის რაფების რეცხვა-გაწმენდისთვის 24 000 ლარიანი ტენდერი გამოცხადდა. როგორც ტენდერის ტექნიკურ დოკუმენტაციაშია აღნიშნული ჟ. შარტავას ქ. N7-ში მდებარე მერიის შენობის ფასადი (საერთო ფართობით 4800 კვ.მ) წელიწადში 6-ჯერ უნდა გაიწმინდოს.
ამასთან მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შენობის ფასადის (შუშების) და შენობის ფასადის პერიმეტრზე არსებული ფანჯრების რაფების რეცხვა-გაწმენდა თანამედროვე ხელსაწყოებისა და სარეცხი საშუალებების და სპეციალური ხსნარის (ე.წ „ანტი-წვიმა“) გამოყენებით.
მომსახურების გაწევის პროცესში, მიმწოდებლის ტექნიკური პერსონალი აღჭურვილი უნდა იყოს ერთნაირი ახალი უნიფორმით, მანიშნებელი ლოგოტიპით და ინდივიდუალური ხელსაწყოთი. მიმწოდებელმა შემსყიდველს მომსახურება უნდა გაუწიოს მაღლივი შენობების ფასადური მინების წმენდის გამოცდილების მქონე პერსონალის მეშვეობით. მომსახურების გაწევის პროცესში, მიმწოდებელი ვალდებულია დაიცვას უსაფრთხოების ზომები. მიმწოდებელი პასუხისმგებელია იმ უბედურ შემთხვევებზე, რომლებიც შეიძლება გამოწვეული იყოს ხელსაწყო(ები)ს ან/და ტექნიკის ტექნიკური გაუმართაობით. მიმწოდებელს საჭიროებისამებრ უნდა გააჩნდეს 4800 კვ.მ შენობის ფასადის (შუშების) გასაწმენდად საჭირო ტექნიკა.
პრეტენდენტს 2020 წლის 1 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ 10 (ათი) სართულიანი შენობ(ებ)ის ფასადის რეცხვის ან/და გაწმენდის არანაკლებ 20000 ლარის მომსახურების გაწევის გამოცდილება.
წინადადებების მიღება 1-ელ დეკემბერს დაიწყება და 4 დეკემბერს დასრულდება.

ასევე დაგაინტერესებთ