ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისის მერია ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტებს 100%-ით დააფინანსებს - პროგრამა 2024 წლის იანვრიდან ამოქმედდება

თბილისის მერია ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტებს 100%-ით დააფინანსებს. ახალი პროგრამა 2024 წლის იანვრიდან ამოქმედდება. ამისთვის დედაქალაქის ბიუჯეტში 6 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული.
ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებზე თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. წამლები უფასო მხოლოდ სოციალურად დაუცველებისთვის იყო, ახალი წლიდან კი ამ შეთავაზებით ყველა მოქალაქე ისარგებლებს. სტატუსის არმქონე პირებისთვის, მედიკამენტები აქამდე 50-80%-ით ფინანსდებოდა.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.